Image

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება და ის..." - ამ წუთებში უკრაინული მედია წარმოუდგენელ ამბავს ავრცელებს

image
loading...

აქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს.
ამის შესახებ ინფორმაციას „Украина. Мир. Новости“-ის უკრაინის ყოფილ დეპუტატზე სერგეი ლეშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სააკაშვილი დიდი ნდობით სარგებლობს პრეზიდენტ ზელენსკის და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ორგანიზებულ დანაშაულთან, ბანდებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.

ლეშენკოს თქმით, სააკაშვილი დიდი ხანია განიხილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

”ჩემი წყაროების თანახმად, ყოფილი პრემიერ მინისტრი ალექსეი გონჩარუკი სააკაშვილს ავაკოვის შემცვლელად განიხილავდა“ – თქვა ლეშენკომ. მისივე თქმით, გონჩარუკი რამდენჯერმე დაემუქრა ავაკოვს გადაყენებით და იგი განაწყენებული იყო მასზე.

როგორც გამოცემა იუწყება, დღეს ავაკოვს წინააღმდეგობა აღარ შეუძლია. პრეზიდენტი ზელენსკი კი, პირადად მხარს უჭერს მის გადადგომას და სავარაუდოდ, ამ მნიშვნელოვან სამინისტროს სააკაშვილი უხელმძღვანელებს.
წყარო - ალიაшаблоны для dle 11.2
loading...
2-06-2020, 20:12
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები