Image

ტაძარში ერთი კოვზით ვეზიარე, როდესაც გავიგე რომ კორონა მქონდა, გაუჩერებლივ ვტიროდი, თუმცა იცით რა მოხდა?

image
loading...

კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა პოსტს აქვეყნებს:

– მადლობა ღმერთს სრულად გამოვჯანმრთელდი.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მკითხულობდა, ჩემზე დარდობდა! ჩემთვის უცხო ადამიანები მწერდნენ და მამხნევებდნენ, ეს იმხელა ნუგეში იყო იმ რთულ დღეებში!
მე ჩემს თავზე არ ვდარდობდი, ცრემლი არ შემშრობია რაც გავიგე რომ კორონა აღმომაჩდა, ვტიროდი გაუჩერებლივ იმის დარდით რომ სხვას არ გადადებოდა და სხვისი ჯანმრთელობა არ დამეზიანებინა! იყვნენ ადამინები და სამწუხაროთ ვკითხულობდი მათ კომენტარებს როგორ მაკრიტიკებდნენ, შელამაზებულად მლანძღავდნენ, გულს უფრო მიკლავდნენ, მე კი მათ ვეტყვი სიბრალური და მეტი სიყვარული ქონებოდეთ ადამინებისადმი

დღეს 21-ე დღეა, რაც ტაძარში ვიყავი და ვეზიარე, იცით როგორც ჩემს წინა სტატუსში
აღვნიშნე, ლაზარეს შაბათს ვიყავი მარტყოფის მონასტერში, მამა ბენიამინს ჩავაბარე აღსარება, ვეზიარე და ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ ვინც ეზიარნენ იმ დღეს! უამრავი ადამინი იყო, რაც არ უნდა დისტანცია დამეცვა ერთი კოვზით ხომ ვეზიარეთ უფლის სისხლს და ხორცს, ხატებს ვემთხვიე!
მეორე დღეს ბზობა იყო წირვაზე წავედი დავიცავი ყველა რეკომენდაცია(დისტანცია, პირბადე, ხელთათმანი) წირვაზევე ვიგრძენი შეუძლოდ თავი და სახლში რომ დავბრუნდი,

სიცხე მქონდა….
კიდევ ერთხელ გავუსვამ ამას ხაზს – კორონა როგორც ყველამ ვიცით მე-5–დან მე-14 დღემდე მჟღავნდება და არ იმ დღესვე, ამიტომ, ტაძარში რომ მივედი, მე უკვე მქონდა, სამწუხაროდ კორონა…. მონასტერში გამოცხადდა კარანტინი, ყველა ის ადამინი თვითიზოლაციაში წავიდა ვინც იმ დღეს იყო მონასტერში და ეზიარა!
მადლობა ღმერთს გავიდა 14-21 დღეც და არცერთ ადამიანს არაფერი სჭირს.
ამიტომ უფალს ნუ ადანაშაულებთ ინფექციის გავრცელებაში! იმ კოვზით ხომ მის სისხლს და ხორცს ვიღებთ და როგორ გგონიათ ამით დაგვაზიანებს ქრისტე?!
ჯამრთელობას გისურვებთ, მიყვარხართшаблоны для dle 11.2
loading...
4-06-2020, 10:38
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები